ანგარიშები

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია ფეისბუქზე საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის

საქართველოში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებსაც თან ახლდა კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელება, რაც ზრდიდა საარჩევნო კამპანიაში სოციალური მედიის როლს. საარჩევნო კონტექსტში სოციალური ქსელის მნიშვნელობაზე მიუთითებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს მოსახლეობის აგვისტო-სექტემბრის წარმომადგენლობითი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტი და სოციალური მედია, ტელევიზიის შემდეგ, არჩევნების შესახებ ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ სახელდება. მოცემული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 45% არჩევნების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან კვირაში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად იღებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ფეისბუქზე, როგორც საქართველოში ციფრული კამპანიის ძირითად ინსტრუმენტზე, პოლიტიკური კამპანიების მონიტორინგს 2018 წლიდან ახორციელებს. 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის ორგანიზაცია ფეისბუქზე პოლიტიკური პარტიების ოფიციალურ კამპანიასაც დააკვირდა. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია არჩევნებში მონაწილე 13 პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 1 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაკვირვების მიგნებები.

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ