პრესის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში (16 აგვისტო - 15 სექტემბერი)
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პრესის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს.
ანგარიში მოიცავს 16 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდს. "სამართლიანი არჩევნები" გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით 2013 წლის 15 ივლისიდან 15 ნოემბრამდე ახორციელებს პრესის მონიტორინგის პროექტის: "პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში. მონიტორინგი ხორციელდება შვიდ გამოცემაზე: რეზონანსი, 24 საათი, ახალი თაობა, ახალი ვერსია, ალია, ასავალ-დასავალი და კვირის პალიტრა.