პროპაგანდისტული ნარატივები Facebook-ზე 2018 წლის არჩევნების პერიოდში
სოციალური მედიის მონიტორინგის წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს ღირებულებით საკითხებზე პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი „ფეისბუქ“-გვერდების შესწავლის საფუძველზე გამოვლენილ აქტივობას და მოიცავს, როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მიგნებებს. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სავარაუდო კოორდინაციას აღნიშნულ გვერდებს შორის, და პროპაგანდისტული ნარატივის გამავრცელებელი გვერდების გზავნილების ანალიზს პოლიტიკურ დისკურსთან და საარჩევნო პროცესებთან თანხვედრაში.