ანგარიშები

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების მონიტორინგის II შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს ტესტირებისა და გასაუბრებების ეტაპებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის 73 დამკვირვებელი მონიტორინგს ერთგვაროვანი მეთოდოლოგიისა და კითხვარების საფუძველზე ახორციელებს.

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8  თვითმმართველ ერთეულში , გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და  პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას. ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის რამოდენიმე ფაქტიც. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, გასაუბრების მსვლელობისას ახმეტის, ცაგერის, ხულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კომისიის წევრებმა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მიდგომა გამოავლინეს.  კომისიის წევრების მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაფიქსირდა ქედის თვითმმართველ ერთეულში.  პოლიტიკური ნიშნით კონკურსანტების მიმართ ზეწოლა დაფიქსირდა პარტია „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრებზე გორის მუნიციპალიტეტში და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. პოლიტიკური ნიშნით კადრების დანიშვნის შემთხვევები გამოიკვეთა   კასპის მუნიციპალიტეტშიც.

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესის შუალედული შეფასება -12 თებერვალი