საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის მონიტორინგის III შუალედური ანგარიში
2015 წლის 22 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან, 73 დამკვირვებლის მეშვეობით ატესტაციისა და კონკურსების პროცესებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდება. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ გასაუბრების პროცესის მონიტორინგი 112 თვითმმართველ ორგანოში განახორციელა.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები, გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და კადრების შერჩევისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიების და თვითმმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება.