ანგარიშები

სამართლიანი არჩევნების' მეექვსე შუალედური ანგარიში (7 ოქტომბერი- 24 ოქტომბერი)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განაგრძობს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და წარმოგიდგენთ მოიტორინგის მეექვსე და ბოლო შუალედურ ანგარიშს. 

ანგარიში მოიცავს  2013 წლის 7 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. ასევე, ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტებს მიერ გამართული წინასაარჩევნო ღონისძიებებისა და გაცემული დაპირებების თაობაზე.

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მიერ 377 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე მეტი, 199 შეხვედრა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, შემდეგ მოდის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ 85 შეხვედრით,   „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 76 შეხვედრა და სხვა პარტიები.

 „დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს  „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ.“ - ამბობს ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეექსე შუალედური ანგარიში