სამართლიანი არჩევნების' მეხუთე შუალედური ანგარიში (8სექტემბერი- 6 ოქტომბერი)
“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეხუთე ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 8 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გააქტიურდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის მიერ 253 საჯარო შეხვედრა გაიმართა, რაც დაახლოებით სამჯერ აღემატება წინა ერთი თვის მონაცემებს“, - ამბობს ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.
მეხუთე შუალედურ ანგარიშში ასახულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პოლიტიკური ზეწოლის ხუთი ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის სამი ფაქტი