ანგარიშები

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.


2012 "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წინასაარჩევნო გარე...