ანგარიშები

საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების შეფასება

2 აპრილს რუსთავი-გარდაბნისა და ბათუმის მაჟორიტარული ოლქების შუალედური არჩევნები გაიმართა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აკვირდებოდა მთელ საარჩევნო პროცესს ორივე ოლქში. წინასაარჩევნო კამპანია, უკანასკნელ დრომდე, შესამჩნევად ინერტული იყო, განსაკუთრებით, რუსთავ-გარდაბნის ოლქში, სადაც მმართველ პარტიას ძლიერი ოპონენტი არ ჰყოლია. ბათუმის ოლქში კონკურენტული არჩევნების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ. კენჭისყრის დღის პროცედურული დარღვევები, ძირითადად, ბათუმში მიმდინარე არჩევნებს უკავშირდებოდა. უბნების გარე პერიმეტრზე კვლავ შეიმჩნეოდა ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები.