ანგარიშები

სოციალური მედიის მონიტორინგი - მეორე შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგს პირველად ახორციელებს. არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მზარდი როლი და გავლენა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესმა ცხადად წარმოაჩინა. იგივე ტენდენცია შენიშნა „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოში და 2017 წლის ადგილორივი არჩევნების შემდეგ სოციალური მედიის მეთოდოლოგიური მონიტორინგის განხორციელება მტკიცედ განიზრახა. სოციალური მედიის მონიტორინგის მიზნით, შემუშავდა სპეციალური მეთოდოლოგია და მომზადდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. საარჩევნო კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის კუთხით, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი პიონერია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.