ანგარიშები

სოციალური მედიის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, ანგარიშში აღწერილია ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალური გვერდების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები. ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად, მოიცავს „ფეისბუქს“, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ მონიტორინგის შედეგად გარკვეული მიგნებები.