დასრულებული

დემოკრატიისა და ამომრჩევლის უფლებების განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბება

თანადაფინანსება: ევროპის საბჭო (CoE), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (NHC)

პროექტის ბიუჯეტი: 199,751 ევრო

ხანგრძლივობა: 6 დეკემბერი, 2013 – 6 დეკემბერი, 2015

პროექტის მიზნები:

1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისათვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება; 
2. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციებს/საარჩევნო ექსპერტებს შორის დიალოგისა და  კომუნიკაციისათვის პლატფორმის შექმნა.



პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები: 

 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საარჩევნო გარემოს კვლევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჭიროებათა კვლევა;
 პლატფორმის წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით პრიორიტეტულ საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
 გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისათვის სტაჟირებების ორგანიზება;
 ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.