დასრულებული

თვითმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით

ხანგრძლივობა - იანვარი-დეკემბერი, 2017 
ბიუჯეტი- 126,678.00 ევრო

პროექტის მიზნები: 
1. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა ცნობიერების ამაღლება არჩევნების შესახებ და არჩევნებში მათი მონაწილეობის წახალისება;  
2. ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის (განსაკუთრებით რეგიონებში); 
3. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და თავიანთი მოვალეობების შესახებ; 
4. ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზიციების ინსტიტუციური გაძლიერება. 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:  
• შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარომადგენელ ქალებთან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში;  
• სემინარები საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში (ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი) სტუდენტებისთვის საარჩევნო თემატიკასა და სამოქალაქო აქტივიზმზე;  
• ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოხელეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების გასაცნობად; 
• საჯარო დისკუსია არჩევნებში შშმ პირების ჩართულობის შესახებ და შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების მომზადება; 
• ტრენერთა ტრენინგი; 
• საარჩევნო თემატიკაზე კამპანიის ვიდეო რგოლისა და ბეჭდური მასალების მომზადება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე; 
• ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს შემუშავება; 
• პროექტის შემაჯამებელი ფოტო გამოფენა.