დასრულებული

ამომრჩეველთა განათლება მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

პროექტის ხანგრძლივობა:21 ნოემბერი, 2011 – 21 მაისი, 2012

  • საქართველოში საარჩევნო კულტურის ამაღლება მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩეველა ცნობიერების გაზრდის გზით;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
  • საარჩევნო თემის გაშუქების დროს გამოვლენილი ტენდენციების შეფასება;


კამპანიის პირველ მიმართულებას წარმოადგენდა სატელევიზიო ტელე-დისკუსიების ჩატარება საარჩევნო თემებზე „სტუდია რე“ -სთან თანამშრომლობით. შემდეგი საქმიანობა ეხებოდა მრგვალი მაგიდების ორგანიზებას აქტუალურ საარჩევნო თემატიკაზე, რაც ასევე მიმართულია საზოგადოების განათლების ამაღლებისკენ. პროექტის ფარგლებში „სამართლიანმა არჩვნებმა“ უზრუნველყო 30 მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის გამართვა ქვეყნის მასშტაბით.