დასრულებული

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი

პარტნიორი ორგანიზაცია: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

პროექტის ხანგრძლივობა: მარტი - მაისი, 2010

პროექტის ბიუჯეტი: 15 000 აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:
  • საარჩევნო რეფორმების პროცესის ხელშეწყობა;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვლობის გაზრდა, მოხელეთა მონიტორინგის გზით;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის გაზრდა, 2010 და 2012 წლების არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეების (საუბნო, საოლქო) დაკომპლექტების მონიტორინგის გზით.


განხორციელებული საქმიანობები:

  • შემუშავდა მონიტორინგისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია. ტრენინგები ჩაუტარდა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებლებს განსახორციელებელ საქმიანობებთან დაკავშირებით;

  • განხოციელდა მონიტორინგი თითოეული საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის დაკომპლექტებისა და შერჩევის პროცესზე, ასევე მათ ანგარიშვალდებულებაზე, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, „სამართლიანი არჩევნების“ ოლქის კოორდინატორების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომისიების დაკომპლექტების პროცესზე. კერძოდ, საარჩევნო უბნის კომისიის წევრებად შერჩეული იქნენ თუ არა ის მოხელეები, რომელთა არაკომპეტენტური მუშაობის გამო გაუქმდა და/ან სერიოზული საჩივარი იქნა შეტანილი 2008 წლის არჩევნების დროს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ეს მოხელეები მუშაობდნენ კომისიის წევრებად.

  • მონიტორინგი შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა ანგარიში ორგანიზაციის ელექტრონული ბიულეტენის „საარჩევნო სიახლეებისათვის“, რომელიც ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისათვის ელ-ფოსტის, ვებ-გვერდისა და პრეს-კონფერენციების საშუალებით.