2010 წლის არჩევნების მონიტორინგი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი 2010 – 31 ივლისი 2010
პროექტის ბიუჯეტი: 24 895.38 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
განხორციელებული საქმიანობები:
პროექტის ბიუჯეტი: 24 895.38 აშშ დოლარი
პროექტის მიზნები:
- არჩევნების პროცესში გაყალბების ან/და გაყალბების მცდელობის აღკვეთა/პრევენცია;
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების უფრო თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობა;
- იმ ამომრჩეველთა უფრო მეტი ინფორმირება, რომლებმაც იციან არჩევნების ზუსტი შედეგები;
- \"სამართლიანი არჩევნების\" ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება საარჩევნო პროცესების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
განხორციელებული საქმიანობები:
- \"სამართლიანმა არჩევნებმა\" შეარჩია, ტრენინგები ჩაუტარა და თითო გრძელვადიანი დამკვირვებელი მიავლინა საქართველოს 25 საოლქო საარჩევნო კომისიაში: # 1 მთაწმინდის, # 2 ვაკის, # 3 საბურთალოს, # 4 კრწანისის, # 5 ისნის, # 6 სამგორის, # 7 ჩუღურეთის, # 8 დიდუბის, # 9 ნაძალადევის, # 10 გლდანის, # 15 ლაგოდეხის, # 17 თელავის, # 20 რუსთავის, # 21 გარდაბნის, # 32 გორის, # 35 ხაშურის, # 37 ახალციხის, # 44 ამბროლაურის, # 54 სამტრედიის, # 59 ქუთაისის, # 62 ჩოხატაურის, # 64 სენაკის, # 70 ფოთის, # 79 ბათუმისა და # 83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიები.
- არჩევნების შემდგომი პერიოდის განმავლობაში, \"სამართლიანი არჩევნების\" დამკვირვებლები დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის სრულ პროცესს, 31 მაისიდან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე;
- ორგანიზაციის ერთი დამკვირვებელი წარმოდგენილი იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც დააკვირდა ცესკო-ს საქმიანობებს არჩევნების შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
- საჩივრების განხილვისა და მასზე რეაგირებას ასევე დააკვირდნენ \"სამართლიანი არჩევნების\" გრძელვადიანი იურისტები, რომლებიც ასევე დაესწრნენ ორგანიზაციის საჩივრების განხილვას სასამართლოებში.
- მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, საარჩევნო პროცესების შემდგომი განვითარების მიზნით საქართველოში.