დასრულებული

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა

დონორი: ღია საზოგადოების ფონდი

ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2021 - 31 დეკემბერი, 2021

ბიუჯეტი: USD 38,750

პროექტის მიზნები:

პროექტის უმთავრესი მიზანია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თანასწორ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. პროექტის ქვემიზნებია:

· ამომრჩევლებისა და საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა დაშინების, შანტაჟისა და იძულების ფაქტების დროული აღმოჩენა, აღწერა და მათზე რეაგირება, მათ შორის სამართლებრივი გზების გამოყენებით; და

· ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (სკოლები, ბაღები, საგანმანათლებლო რესურსცენტერები) დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების, ვალდებულებებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, და ამ გზით, მათი დაცვა ნების საწინააღმდეგოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვისგან.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

სამართლებრივი დახმარება: ორგანიზაცია მოიძიებს და სამართლებრივ დახმარებას გაუწევს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ ისეთი პირებს, რომლებიც იძულებით ჩართეს საარჩევნო პროცესებში ან/და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, აგრეთვე, მათ, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. შეთავაზებული იქნება როგორც კონსულტაცია, ისე სასამართლოში

საჩივრის წარდგენა. სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაცია, გავრცელდება ოფიციალური ვეგბვერდისა და მედიის, მათ შორის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სოციალური რეკლამის, აგრეთვე ბროშურების მეშვეობით.

მასწავლებელთა ტრენინგები: პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ჩაატარებს სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლების 2-დღიან ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, სახელწოდებით „არჩევნები და დემოკრატია“. მასწავლებლები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან და ტრენინგს 4 ნაკადად, 25-25 მონაწილიან ჯგუფებად გაივლიან (სულ 100). ტრენინგები 2021 წლის სექტემბერში, თბილისში გაიმართება და მას ორგანიზაციის სათაო ოფისის წარმომადგენლები გაუძღვებიან.