დასრულებული

2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2008

პროექტის ბიუჯეტი: 17 100 ბრიტანული ფუნტ-სტერლინგი

განხორციელებული საქმიანობები: პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისგან და იგი განხორციელდა აჭარის 6 და თბილისის 2 (# 2 ვაკე და # 8 დიდუბე) საარჩევნო ოლქში. პროექტის პირველი ეტაპი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რომელიც განხორციელებულ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ. წინასაარჩევნო მონიტორინგის მეშვეობით ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული კამპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობების შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი - არჩევნების დღის მონიტორინგი, განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ 340 დამკვირვებლის, 6 მობილური ჯგუფის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლისა და 2 იურისტთა ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონის 6 საარჩევნო ოლქში; 60 დამკვირვებლის, 2 მობილური ჯგუფის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 იურისტთა ჯგუფის მიერ - თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების დღის პროცესების მიმდინარეობისა და დარღვევების შესახებ.მესამე ეტაპი - არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი, განხორციელებულ იქნა 12 დამკვირვებლის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლის მიერ აჭარის 6 საარჩევნო ოლქში; 4 დამკვირვებლის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მიერ თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. მესამე ეტაპის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ოლქში შეტანილი საჩივრების განხილვისა და შედეგების მონიტორინგი.