დასრულებული

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი 2008

პროექტის ბიუჯეტი: 1 283 852 აშშ დოლარი

განხორციელებული საქმიანობები: პროექტი განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი შედგებოდა სამი ფაზისაგან: ამომრჩეველთა ინფორმირება საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის და საადვოკაციო კამპანია. 2008 წლის განმავლობაში განხორციელდა პირველი ორი ფაზა. რაც შეეხება საადვოკაციო კამპანიას, პროექტის ეს ფაზა ნაწილობრივ განხორციელდა 2008 წელს, ხოლო რიგი აქტივობები დაიგეგმა 2009 წლისთვის.

  1. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზაციებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციების მოხალისეებმა ავტო-ტურების საშუალებით მოახდინეს ამომრჩეველთა ინფორმირება დაგეგმილ არჩევნებზე და მოუწოდეს მათ მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში. მათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოაწყვეს როლური თამაშები, რისი მეშვეობითაც მოსახლეობას საშუალება მიეცა გაცნობოდა არჩევნების დღის პროცედურებს

  2. 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „სამართლიანმა არჩევნებმა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლავ გაუკეთა ორგანიზება ავტო-ტურებს, რომლის მეშვეობითაც მოახდინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა ინფორმირება დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით;

  3. პროექტის მესამე ფაზა გულისხმობდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს საადვოკაციო ტრენინგები საზოგადოების აქტიური წევრებისათვის. ტრენინგებზე ძირითადი ყურადღება დააეთმო თემებში არსებული პრობლემების გამოვლენის, ანალიზის და გადაჭრის გზების ძიების შესწავლას. თემის წევრებმა ორგანიზაციების ტრენერებთან ერთად გამოავლინეს ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.