დასრულებული

აქტიური საზოგადოება-დემოკრატიის გარანტი

ხანგრძლივობა: სექტემბერი, 2011 - სექტემბერი, 2012

მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა დაკონტროლის კუთხით მოქალაქეთა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაზრდა.

საქმიანობები:
პროექტი ხორციელდება საქართველოს 2 რეგიონის (სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი) 11 მუნიციპალიტეტში, ესენია: სენაკი, აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, მესტია, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი.

  • მოქალაქეთა ტრენინგები თემაზე-ლიდერობა/აქტიური მოქალაქეობა, ადვოკაცია , ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიაობების მონიტორინგი
  • სასწავლო ტურები
  • ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენელთა ტრენინგები თემაზე- ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმები სამოქალაქო საზოგადოებასა და თვითმმართველ ორგანოებს შორის
  • ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობების მონიტორინგი- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სხდომების საჯაროობა, საბიუჯეტო პროცესი
  • საადვოკაციო შეხვედრები
  • პრეს-კონფერენციები
  • პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია