დასრულებული

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის პროექტი

ხანგრძლივობა: 16 მარტიდან - 1 დეკემბრამდე, 2012

პროექტის აღწერილობა:
მოცემული პროექტის ფარგლებში \"სამარლიანი არჩევნები\" მიზნად ისახავს:

  • ხელი შეუწყოს სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობას 73 საარჩევნო ოლქში რეგისტრატორთა შერჩევისა და მათი ტრენინგების მონიტორინგის გზით;
  • განახორციელოს \"კარდაკარის\" მონიტორინგი, რაც მოიცავს 10 000 ვიზიტის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით (რომლის ფარგლებშიც გადამოწმდება დაახლოებით 30 000 ამომრჩეველი);
  • არჩევნების დღეს განახორციელოს ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო უბნებზე არსებული სიები სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ შემოწმებულ და წარდგენილ სიას;
  • ტრენინგების საშუალებით მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა თანამშრომლების ინფორმირება საარჩევნო კონონმდებლობის მოთხოვნების შესახებ. ტრენინგები ფოკუსირებული იქნება საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს.