ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში (FAIR Elections)
ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2019 - 31 მარტი, 2022
ბიუჯეტი: 1,499,953.3 აშშ დოლარი
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის მიზანი: თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერება არჩევნებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობის გზით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
ანგარიშვალდებულება: საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდება სანდო და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით;
სამართლიანობა: საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა დარღვევების აღმოჩენისა და მათზე დროული რეაგირების მეშვეობით; საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესის მონიტორინგი.
რეფორმები: საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა რეკომენდაციების შემუშავებით და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების გზით.