არჩევნების მიმართ სანდოობის ხელშეწყობა
დონორი: ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის - NED
პროექტის დასახელება: არჩევნების მიმართ სანდოობის ხელშეწყობა
პროექტის ხანგრძლივობა: 01.06.2020-31.05.2021
ბიუჯეტი: 106,979 აშშ დოლარი
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის გაზრდა. უფრო კონკრეტულად კი, პროექტი მოიცავს სამ ძირითად მიზანს:
- გამოავლინოს დამკვიდრებული საარჩევნო დარღვევები, საგამოძიებო ექსპერიმენტალური კვლევების საშუალებით იმ მეთოდების და ინსტრუმენტების იდენტიფიცირებით, რომელიც გამოიყენება ზეწოლის, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, სახელმწიფო რესურსებით მანიპულაციის მიზნით;
- ადგილობრივი თვითმმართველობების და მედია საშუალებების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო რეგულაციებსა და ვალდებულებებზე;
- სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება გადაწყვეტილების მიმღებ ევროპელ პარტნიორებთან საარჩევნო საკითხებზე საადვოკატო ვიზიტებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლის გზით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
პროექტი მოიცავს საქმიანობების ერთობლიობას, რათა გააძლიეროს არჩევნების მიმართ ნდობა და წვლილი შეიტანოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში. ეს ყოველივე მოიცავს:
- საგამოძიებო კვლევის გამოყენებას დამკვიდრებული დარღვევების და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკის შესასწავლად;
- ადგილობრივი თვითმმართველობების ცნობიერების ამაღლება და ისეთი საარჩევნო დარღვევების პრევენცია, როგორებიცაა: სახელმწიფო რესურსების გამოყენება და ზეწოლა;
- საარჩევნო ერგულაციებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება;
- საერთაშორისო საზოგადოების რეგულარული ჩართულობა, მათ შორის საადვოკატო ვიზიტები, ძირითად ევროპულ დედაქალაქებში (ბერლინი და ბრიუსელი) სადამკვირვებლო საქმიანობების მხარდაჭერისთვის და ხელისუფლების ზეწოლის შესამცირებლად.