დასრულებული

არჩევნების სანდოობის დაცვა საქართველოში

დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის

ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2021 - 31 ივლისი, 2022

ბიუჯეტი: 130,752 აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:

პროექტის ზოგადი მიზანია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. პროექტს სამი ქვემიზანი აქვს. ესენია:

· საარჩევნო დარღვევების სიღრმისეული შესწავლა და მიგნებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

· ადგილობრივი თვითმმართველობების და რეგიონული მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხების შესახებ;

· ქართველი ამომრჩევლების დამოკიდებულებების და აღქმების კვლევა არჩევნების მიმართ.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

· საარჩევნო დარღვევების საგამოძიებო კვლევა და საარჩევნო პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი;

· ორგანიზაციის რეგიონული ოფისების სამართლებრივი გაძლიერება;

· ადგილობრივი ორგანოების საბიუჯეტო ხარჯვის შესწავლა არჩევნებისწინა პერიოდში;

· ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის, პროცედურებისა და შეზღუდვების შესახებ;

· ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო კანონმდებლობის, პროცედურებისა და შეზღუდვების შესახებ;

· ქართველი ამომრჩევლების არჩევნების მიმართ დამოკიდებულებებისა და აღქმების კვლევა საზოგადოებრივი გამოკითხვის მეშვეობით (CRRC-სთან თანამშრომლობით).