დასრულებული

მოქალაქეთა ჩართვა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2009 – 31 სექტემბერი, 2009

პროექტის ბიუჯეტი: 15 992 აშშ დოლარი

განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ განახორციელა შემდეგი სახის საქმიანობები: ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სადაც პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა პროექტის დეტალური გეგმა. ტრენინგების შემდეგ განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა კოორდინატორთა ტრენინგისათვის საჭირო მასალები (სახელმძღვანელო, ანგარიშგებისა და შეფასების ფორმები, სხვა). ჩატარდა 2 ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (თბილისი, ქუთაისი) ორგანიზაციის 30 რაიონული კოორდინატორისათვის, სადაც მოხდა მათი სწავლება პროექტის ფარგლებში მათ მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე. რაინულმა კოორდინატორებმა ოფიციალურად გამოითხოვეს თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი ბიუჯეტები, რომლებიც მიეწოდა ცენტრალურ ოფისს, სადაც მოხდა ბიუჯეტის (სათითაოდ) დამუშავება და ანალიზი. დამუშავებული ბიუჯეტი უკან გადაეცათ რაიონულ კოორდინატორებს, რომლებმაც მოაწყვეს საჯარო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და გააცნეს არსებული ბიუჯეტები. საჯარო შეხვედრებზე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მათთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრა. ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების განხორციელების შემდეგ, ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა გააკეთა შედარებითი ანალიზი არსებულ ბიუჯეტებსა და მოსახლეობის პრიორიტეტებს შორის, თუ რამდენად ემთხვევოდა ერთმანეთს, შემდეგ კი დამუშავებული ინფორმაცია მიეწოდა რაიონულ კოორდინატორებს. პროექტის საბოლოო ეტაპზე „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულმა კოორდინატორებმა ინფორმაცია ბიუჯეტის ანალიზის შესახებ წარუდგინეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდეს მოსახლეობის პრიორიტეტების განსაზღვრა.