დასრულებული

ორგანიზაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2009 – 31 იანვარი, 2010

პროექტის მიზნები:
  • ორგანიზაციის გრძელვადიანი სიმტკიცის გაძლიერება, ინსტიტუციონალური და ტექნიკური უნარების გაძლიერებით;
  • საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფისათვის ტექნიკური გამოცდილების მიწოდებით. (ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ ინიცირებული სამუშაო ჯგუფი).

I ფაზა(1 აპრილი, 2009 – 31 ივლისი, 2009)
პროექტის აღწერა: პროექტის I ფაზის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
  • ჩატარდება 2 შეფასებითი სამუშაო შეხვედრა, ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ოფისების თანამშრომლები და ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) წარმომადგენლები. აქცენტი გაკეთდება ორგანიზაციის ძლიერ ასპექტებზე, რომელიც ითამაშებს გადამწყვეტ როლს ორგანიზაციის თვით-გაძლიერების განვითარებისთვის;
  • გაიმართება მუდმივი კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან, ისეთ აღმოსავლეთ ევროპული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა სესიდი (CeSID), გონგი (GONG) და PDA. კონსულტაციების მეშვეობით „სამართლიანი არჩევნები“ მიიღებს ძირეულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა მეთოდებზე და ტექნიკებზე, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მდგრადობისთვის, თვით-გაძლიერების განვითარებისთვის;
  • ჩატარდება 3 სამუშაო შეხვედრა, ორგანიზაციის გამგეობის, ცენტრალური და რეგიონალური ოფისების თანამშრომლებისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც მოხდება ორგანიზაციის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, წინა შეფასებითი შეხვედრების დროს გამოვლენილ სუსტ და ძლიერ მხარეებსა და საერთაშორისო ექსპერტებისაგან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ახალი სტრატეგია გააერთიანებს ახალ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, და ეს იქნება ორგანიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული გზების მონახაზი.
  • ჩატარდება 5 ტრენინგი „სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალური და რეგიონალური ოფისების თანამშრომლებისა და ოლქის კოორდინატორებისთვის ახალ მიმართულებებსა და პირორიტეტებზე, რათა გაიზარდოს თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხებთან მიმართებაში;
  • ჩატარდება გამგეობის 2 სხდომა;
  • „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში.

II ფაზა(1 აგვისტო, 2009 – 31 იანვარი, 2010)
პროექტის აღწერა: პროექტის II ფაზის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
  • იმისათვის, რომ გაიზარდოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების ანგარიშვალდებულება, „სამართლიანი არჩევნები“ ორგანიზებას გაუკეთებს 6 მრგვალ მაგიდას საქართველოს 6 რეგიონში: აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და კახეთი. მრგვალი მაგიდების მიზანია, გაიმართოს დისკუსიები, სადაც ისაუბრებენ მაჟორიტარი დეპუტატებისა და მათი ბიუროების მიერ შესრულებულ სამუშაოზე თავიანთ რეგიონებში, პარლამენტის წევრად არჩევიდან 1 წლის განმავლობაში. მრგვალ მაგიდებზე მოწვეულნი იქნებიან შემდეგი მხარეები: საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, მათი ბიუროების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თემების აქტიური წევრები, მასმედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეაფასონ მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ბიუროს მიერ შესრულებული საქმიანობა. ასევე, ისაუბრონ იმ მექანიზმებზე, რომლებიც აუციელებელია კანონმდებლებსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაძლიერებისთვის;
  • ჩატარდება 6 ტიპის ტრენინგი ორგანიზაციის ცენტრალური და რეგიონალური ოფისების თანამშრომლებისთვის, ახალ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.
  • ჩატარდება გამგეობის 3 სხდომა.