პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გაძლიერება დემოკრატიისთვის საქართველოში
ხანგრძლივობა - თებერვალი, 2016 - 31 მარტი 2019
ბიუჯეტი - 1 385 000 აშშ დოლარი
დონორი: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის მიზანი:
- შეაფასოს საარჩევნო გარემო და პოლიტიკურ პროცესები სანდო მეთოდოლოგის გამოყენებით;
- გაზარდოს საარჩევნო პროცესების ცნობადობა ამომრჩევლებში და სხვა სამიზნე ჯგუფებში და მიაწოდოს მათ მონიტორინგის შედეგები პერიოდული ანგარიშების სახით;
- ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების განვითარებას და შეიმუშავოს რეკომენდაციები გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობისათვის.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში განახორციელდება წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მუშაობა როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე საქართველოს მასშტაბით
- წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების შესახებ მომზადდება განცხადებები, გამოიცემა პერიოდული ანგარიშები შესაბამისი შემდგომი რეაგირებით
- არჩევნების დღეს 1000-მდე დამკვირვებელი დააკვირდება საარჩევნო პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე; ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე
- არჩევნების დღეს მიღებული ინფორმაციის დამუშვების საფუძველზე მომზადდება რამდენიმე განცხადება არჩევნების პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების, დაფიქსირებული დარღვევებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ
- მომზადდება შემაჯამებელ ანგარიში, რომელშიც შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისათვის მომავალში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად