დასრულებული

საჯარო სექტორიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა სამართლებრივი დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

დონორი: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ხანგრძლივობა: 3 ნოემბერი, 2022 – 3 ნოემბერი, 2023

ბიუჯეტი: 25 000 აშშ დოლარი

 

პროექტის მიზანი: პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხესთან და სამართლებრივი ბრძოლის გზებთან დაკავშირებით

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • საჯარო სექტორის ცვლილებების მონიტორინგი;
  • კვლევების, ბლოგების, განცხადებების მომზადება;
  • სამართლებრივი სერვისის მიწოდება და სასამართლოში წარდგენა;
  • შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონში;
  • თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან;
  • სახალხო დამცველთან თანამშრომლობის გაზრდა პოლიტიკური დისკრიმინაციის საკითხებზე.