დასრულებული

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ხანგრძლივობა: 20 იანვარი, 2012 - 20 ნოემბერი, 2012

მიზანი: ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისა და მედიის ორგანიზაციული, პროფესიონალური და სტრუქტურული გაუმჯობესების ხელშეწყობა.

საქმიანობები:
პროექტი ხორციელდება საქართველოს 3 რეგიონის (შიდა-ქართლის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის) 6 მუნიციპალიტეტში, ესენია: ხაშური, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე.

  • მოქალაქეთა ტრენინგები თემაზე-ლიდერობა/აქტიური მოქალაქეობა, ადვოკაცია, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობების მონიტორინგი
  • ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობების მონიტორინგი- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სხდომების საჯაროობა, საბიუჯეტო პროცესი
  • საადვოკაციო შეხვედრები
  • პრეს-კონფერენციები
  • პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია