სოციალური მედიის მონიტორინგი
ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2018 - 30 ოქტომბერი 2019
ბიუჯეტი: 125,320 ლარი
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
პროექტის მიზანი: არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის გავლენის სისტემური შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
- საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური გვერდების აქტივობა და მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მიერ „ფეისბუქზე“ აგიტაცია;
- ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ა/რ ორგანოების ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდების მონიტორინგი;
- ძირითადად დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი „ფეისბუქ“-გვერდების აქტივობა, მათი მოქმედების ტაქტიკა და ძირითადი მესიჯები.