სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წახალისება 2021 წლის ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნებისას
დონორი: ნიდერლანდების საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2021 - 30 ივნისი, 2022
ბიუჯეტი: 284,270.8 ლარი
პროექტის მიზნები:
· 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის გამოყენების ანალიზი;
· საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული, ანტი-დასავლური და დამაპირისპირებელი კამპანიების შესახებ;
· სოციალური მედიის დაცვა საზღვარგარეთიდან მომდინარე მტრული საინფორმაციო ჩარევებისგან.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:
· არჩევნების კონტექსტში სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული, ანტი-დასავლური და დამაპირისპირებელი კამპანიების გამოვლენა და გასაჯაროება;
· მონიტორინგის შედეგებისა და სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის პლატფორმების გამოყენებით;
· რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საჯარო ღონისძიებებისa და ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზება სოციალური მედიის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ;
· სოციალური რეკლამების, სატელევიზიო გადაცემების და საგაზეთო ჩანართების მომზადება და გამოქვეყნება მტრული საინფორმაციო კამპანიების შესახებ;
· ადვოკატირების კამპანია არჩევნებისას სოციალური მედიის მტრული ჩარევებისგან დაცვის მიზნით.