დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და ანტიდასავლური გზავნილები 2 – 9 ნოემბერი

„რადიო თავისუფლების“ საწინააღმდეგო პოსტები ერეკლე II-ზე გამოქვეყნებული სტატიის გამო

7 ნოემბერს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ღალატობდა ერეკლეს ცოლი თუ Fake News-ი XIX ს-ში?“, რომელშიც ერეკლე II-ის მესამე ცოლთან დაკავშირებულ მითებზე იყო საუბარი. პროსახელისუფლებო ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, „რადიო თავისუფლება“ ერეკლე მეფის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მალევე პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მართულ გვერდზე „სინამდვილეში“ გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც მედიასაშუალება ერეკლე II-ზე ყალბი ამბის შექმნასა და მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ შექმნილი ჭორის გამეორებაში დაადანაშაულა. აღნიშნული პოსტი გაავრცელა ტელეკომპანია POSTV-ის ახალი ამბების გვერდმაც.

 

 

„ხალხის ძალის“ ანტიამერიკული გზავნილები: აშშ-ის საელჩო საქართველოში ლიბერალიზმის იმ მოდელის დანერგვას ცდილობს, რომლის მიზანი ქვეყნის „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების დაცლაა

მმართველი პარტიისგან გამოყოფილი პოლიტიკოსების მიერ შექმნილმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ 2 და 7 ნოემბერს ახალი წერილი და განცხადება გამოაქვეყნა. მოძრაობა აღნიშნავდა, რომ მისი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება იქნება“. მოძრაობის განცხადებით, აშშ-ის საელჩო საქართველოში, ლიბერალიზმის სახელით, რადიკალური იდეოლოგიის დანერგვას ცდილობს,  რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან  საერთო არ აქვს. მისი მთავარი მიზანი კი, მათი თქმით, საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების დაცლაა. „ხალხის ძალამ“ წერილში ჰომოფობიური გზავნილებიც გაავრცელა.  
მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშშ ადამიანის გონზე გლობალური ტირანიის უპირველეს წყაროდ არის მოხსენიებული, რომელსაც „ე.წ. ლიბერალების დღევანდელი ჰეგემონია ემყარება“. აშშ-ის საელჩოსთან ერთად, თავდასხმის ობიექტს წარმოადგენენ, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აშშ-ის საელჩოს ფავორიტად სახელდება და საელჩოს მსგავსად, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართულად არის მოხსენიებული. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩოს დაკვეთას წარმოადგენს, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან რადიკალიზმის გაღვივება, რაც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენება. 

განცხადებაში აშშ-ის საელჩო კვლავ დადანაშაულებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში. განცხადება, ასევე, შეიცავს ამერიკული ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy (NED)) საწინააღმდეგო გზავნილებს, ვინაიდან იგი ქართული მედიასაშუალებების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებდა.  

  

„ხალხის ძალის” წერილი და განცხადება POSTV-მ როგორც ტელევიზიის, ისე სოციალური მედიის გვერდების საშუალებით გააშუქა. მოძრაობის წერილი გავრცელდა ცრუ მედიის გვერდზეც - Guria Times • გურია თაიმსი.  

იგივე ნარატივი ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი სხვა პირების განცხადებებშიც გავრცელდა. მაგალითად, ნანა კაკაბაძე აცხადებდა, რომ „ფსევდოლიბერალების ეპოქა მსოფლიოშიც და საქართველოშიც სრულდება“. 

 

როსახელისუფლებო ექსპერტების ერთიანი თავდასხმა კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსზე 

8 ნოემბერს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ, განაცხადა, რომ მან თანამდებობა საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის ზეწოლის შედეგად დატოვა. ლის თქმით, უკმაყოფილებას იწვევდა მისი პოლიტიკური შინაარსის პოსტები, რომლებიც ანტიოპოზიციური და  არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო შინაარსის იყო. მისი განცხადებით, თანამშრომლობის გაწყვეტისკენ ჰარცელს  ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მოუწოდა. 

იმავე დღეს ლის განცხადებებს გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო ექსპერტები და მისი გზავნილები კუბილიუსსა და ჰარცელზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ევროპელ დეპუტატთა და დიპლომატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებს.  
დევიდ ლის განცხადება ირაკლი კობახიძემაც გაამყარა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჰარცელსა და კუბილიუსს უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ”. 

 

ცალკეული ევროპარლამენტარების დისკრედიტაცია ევროპარლამენტის ანგარიშის სამუშაო ვერსიაში შეტანილი შესწორებების გამო, მათი დაკავშირებაერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან 

7 ნოემბერს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული შესწორებები დაემატა. ესწორებები კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასაც ითვალისწინებდა. ანონიმურ გვერდზეპოლიტიკური აბსურდიგამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ცალკეული ევროპარლამენტარებიერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანკავშირსა და ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშში საქართველოს საზიანო შინაარსის შესწორებების შეტანაში იყვნენ დადანაშაულებული. კერძოდ, ოპოზიციის მოკავშირეებად დასახელებული იყვნენ ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე. ტელეკომპანია იმედზეგასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლითაც ოპოზიციის ნაწილი სპეკულირებდა. პროსახელისუფლებო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნულ ევროპარლამენტარებსჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრებსუწოდებდა, რომლებიცითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პარლამენტმა სამუშაო ჯგუფში არ შეიყვანა სამართლიანი არჩევნები“. მისივე თქმით, მათი ქმედებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და ისინი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან. 

 

 

დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის შეურაცხმყოფელი პოსტები  

ელისუფლების მადისკრედიტირებელ გვერდებზე გავრცელდა პარლამენტის წევრის, ალუდა ღუდუშაურის, შეურაცხმყოფელი ვიდეოპოსტები, რაც ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ლოვოს კურიერობა დამაკნინებლად იყო მოხსენიებული1. 

 

 

დავით კეზერაშვილის დადანაშაულება ე.წ. ქოლცენტრების საქმეში 

საქართველოს პროკურატურამ 9 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომქოლცენტრებისსაქმეზე ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს. ამის შემდეგ ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდებზე გამოქვეყნდა დავით კეზერაშვილის მადისკრედიტრებელი პოსტები, რომლებშიც მას ქოლცენტრებისსაქმეში სდებდნენ ბრალს. პოსტებში აღნიშნული იყო, რომ სწორედ ევროპელებისგან მოპარული ფულით აფინანსებს კეზერაშვილიერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ტელეკომპანიაფორმულას“. 

 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანია არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები. 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას.  
გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge