დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 25 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

პროსახელისუფლებო ექსპერტების ერთიანი მოსაზრება: „საპასუხო სანქციები უნდა დავუწესოთ იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ომში ჩართვას გვთხოვენ“ 

 

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. რამდენიმე დღის შემდეგ პოეტმა დავით მაღრაძემ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის, დასანქცირებაზე დაიწყო საუბარი.  საპასუხო სანქციების დაწესებაზე გაამახვილეს ყურადღება ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედმა ექსპერტებმაც, მათ შორის, ლევან ნიკოლეიშვილმა, ედიშერ გვენეტაძემ და ზაალ ანჯაფარიძემ. ექსპერტების აზრით, საქართველომ საპასუხო სანქციები ყველა იმ უკრაინელ მაღალჩინოსანს უნდა დაუწესოს, ვინც ქვეყანას ღიად სთხოვს ომში ჩართვას, მათ შორის, ოლექსი არესტოვიჩს, უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლექსი დანილოვს, უკრაინის რადას წევრს ოლექსი გონჩარენკოს, რადაში მმართველი ფრაქციახალხის მსახურისთავმჯდომარეს, დავით არახამიასა და პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკს. პროსახელისუფლებო ექსპერტების თქმით, საპასუხო სანქციების დაწესება ქვეყნის მხრიდან თავდაცვითი სვლა იქნება. 

 

სახალხო დამცველობის კანდიდატის, ანა აბაშიძის, საწინააღმდეგო გზავნილები - მისი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დადანაშაულება

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ანა აბაშიძის, მოსმენა გაიმართა. POSTV-ის სიუჟეტში აბაშიძეს ოპოზიციის მხარდაჭერასა და „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებაში, ასევე, მმართველი პარტიისა და მისი მხარდამჭერების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და თავდასხმაში სდებდნენ ბრალს. აბაშიძის საწინააღმდეგო პოსტები ანონიმურ გვერდებზეც გვხვდებოდა.

 

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მისი განცხადების გამო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა

24 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. 25 სექტემბერს პროსახელისუფლებო მედიასა და მთავრობასთან დაკავშირებულ აქტორების განცხადებებში გვხვდებოდა სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები მისი განცხადების გამო. POSTV-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ქვეყნის იმიჯის დამაზიანებლად იყო წარმოჩენილი. მასში, ასევე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენციის პრიორიტეტები ავიწყდება და უფლებამოსილებას სცდება, რადგან ალიევის სამუშაო ვიზიტი მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, შეხვედრებს გულისხმობდა. 

 

მმართველი გუნდის წარმომადგენლების დაცინვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გაცილებისას გადაღებული კადრის გამო

 

არასამთავრობო ორგანიზაციების (ISFED, TI) დისკრედიტაცია, თითქოს პარტია დროასრუსეთიდან შესაძლო დაფინანსებას არ იმჩნევენ 

31 ოქტომბერსსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომპოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, ცესკოსა და საელჩოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, პარტიების დაფინანსების საკითხებზე დისკუსია გამართა, სადაც, სხვა თემებთან ერთად, საუბარი იყო პარტიების ფინანსებზე რუსულ გავლენებზეც. POSTV-მ დისკუსიის შემდეგ მოამზადა სიუჟეტი სახელწოდებითხოშტარიას რუსულ დაფინანსებას მესამე სექტორი არ იმჩნევს“, რომელშიც საუბარი იყო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევაში დროარუსეთიდან დაფინანსებულ პარტიებს შორის ვერ მოხვდა. მედიასაშუალება აღნიშნულ საკითხზე გიგაურისა დასამართლიანი არჩევნებისდირექტორის, ნინო დოლიძის, კომენტარს ავრცელებდა მათი დისკრედიტაციის მიზნით. ამავე თემასთან დაკავშირებით, ორგანიზაციების დირექტორების მადისკრედიტირებელი პოსტები რეკლამის სახით გამოაქვეყნა პარტია ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტმა ის კუთვნილ გვერდზესინამვილეში". 

 

 

ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას დადანაშაულება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში 

26 ოქტომბერს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“- განაცხადა, რომ ქმნის პროევროპულ ერთობას, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და „ქართული ოცნების“ დამარცხება იქნება. ამ განცხადების შემდეგ გახშირდა პარტიების ლიდერების მადისკრედიტირებელი გზავნილები, რომლებშიც მათ არაკომპეტენტურობასა და არარეიტინგულობაზე მიუთითებდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან (არ) გადადგმული ნაბიჯები იყო და შეფასება 2023 წლის ბოლოს გასაჯაროვდება, რომელიც, მაღალი ალბათობით, ნეგატიური იქნება. 

ჯაფარიძის განცხადებების დისკრედიტაცია დაიწყეს ცალკეულმა პროსახელისუფლებო ექსპერტებმა. მათი თქმით, ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, რადგან ქვეყანა ომში არ ჩაება. ისინი ჯაფარიძეს, ხოშტარიასა და ვაშაძეს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლის მცდელობაშიც ადანაშაულებდნენ. 

 

 

 

 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებშისამართლიანი არჩევნებიყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. იგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.  


მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას.  
გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge