დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 5-19 მარტი

სექსისტური შინაარსის ვიდეოკოლაჟი ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ   

8 მარტს ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდზე „აგენტურა” და ამავე სახელით მოქმედ ტიკტოკ ანგარიშზე ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სექსისტური შინაარსის ვიდეოკოლაჟი გავრცელდა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, პოსტი ფეისბუქზე დარეკლამებულია.

 

პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" წინააღმდეგ გავრცელებული გზავნილები 

მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარტია „ახალი” შექმნეს, ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდებზე პოლიტიკური გაერთიანების საწინააღმდეგო პოსტები გავრცელდა. 

ანონიმურ ანგარიშებზე „ტერენტი გლდანელი”, ჟურნალისტების მარგალიტები” და გვერდზე „პოლიტიკური აბსურდი” დისკრედიტაციის საგანი გახდა პოლიტიკური გაერთიანების ფერი და სიმბოლიკა. 

 

მადისკრედიტირებელ გვერდებზე აქცენტი კეთდებოდა პოლიტიკური გაერთიანების სახელზეც და მას „ახალ ნაციონალურ მოძრაობად” მოიხსენიებდნენ. მსგავსი გზავნილები ვრცელდებოდა ანონიმურ ტიკტოკ არხებზეც. პარალელურად, გვერდებსა და ტიკტოკ ანგარიშებზე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით აქცენტი კეთდებოდა მათ პოლიტიკურ წარსულზე.

ამასთანავე, ანონიმურად მოქმედი გვერდები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შორის შესაძლო უთანხმოებაზე მიუთითებდნენ. ამ გზავნილის გავრცელებაში ჩართულები იყვნენ გვერდებიპოლიტიკური აბსურდი“, „სიმართლის დროა“, „ანტი-ნაცი“, ასევე ანგარიშებიმიხეილ განუბაჟებელი“, „ტერენტი გლდანელიდაჟურნალისტების მარგალიტები“. იდენტური და მსგავსი შინაარსის გზავნილები ვრცელდებოდა ტიკტოკ არხებზე: AVOE.GE“, „terentigldaneli1“, „merabkostava_“, აგენტურა”.

ანონიმურად მოქმედი გვერდების სამიზნე გახდა სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილიც, რომელიც პოლტიკურ გაერთიანება ახალსშეუერთდა. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში  

23 იანვარს „ხალხის ძალამ“  ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა,  რომლის მიხედვითაც, პარტია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამოძიებას გეგმავს. აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნით პარტიის წევრებმა განცხადებები 14-15 მარტსაც გაავრცელეს. განცხადებებში „ხალხის ძალის“ წევრები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.  

განცხადებების პარალელურად,  ანონიმურ გვერდებზე, „პოლიტიკური სატირა“, „პოლიტიკური აბსურდი“ და ტიკტოკ არხებზე „merabkostava_“ და „_geonews_“ გამოქვეყნდა პოსტები, რომლებშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მიერ ომის  დაწყების აღიარებაში იყო დადანაშაულებული.

 

„ენმ-ისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაშარჟება ფასების ზრდასთან დაკავშირებული კამპანიის გამო 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანების მხრიდან ფასების ზრდასთან დაკავშირებით წამოწყებულ კამპანიას ანონიმურ გვერდებზე დამცინავი შინაარსის პოსტები მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის გაშარჟების მიზნით ფეისბუქგვერდებსა და ტიკტოკ ანგარიშებზე, ძირითადად, იუმორისტული „მიმები” ვრცელდებოდა.

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ  

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.     

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge 

 

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.