განცხადებები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განცხადება - კენჭისყრის პროცესი



„სამართლიანი  არჩევნებისა  და  დემოკრატიის  საერთაშორისო  საზოგადოება“  საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.

,,სამართლიანი არჩევნები’’ არჩევნების დღის დაკვირვებას  ხმების პარალელურ დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს. დამკვირვებლები გადანაწილებულნი არიან სტატისტიკურად მყარი, წარმომადგენლობითი და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე, რაც მიღებული სტატისტიკური მონაცემების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების და არჩევნების დღის მთლიანი პროცესის ზუსტი და ყოველმხრივი  შეფასების  საშუალებას  იძლევა.  გარდა  შემთხვევითად  შერჩეული  უბნებისა,
„სამართლიანი    არჩევნები“,    ასევე,    აკვირდება    სპეციალურ    უბნებს    სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში.

“სამართლიანი არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.



ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 12:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 25%. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 22 პროცენტს შეადგენდა.

თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 24%-ია, 2008 წელს 12 საათისთვის ამორჩეველთა აქტივობა 20% იყო.
 
რეგიონებში  12  საათისთვის  ამომრჩეველთა  აქტივობა  26%-ს  შეადგენს,  მაშინ  როდესაც  2008 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის 23% გახლდათ.


PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 40%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველზე ნაკლებს ერთ წუთში, ხოლო უბნების 60%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.



ინციდენტები:

„სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით“ შეინისნება იმ შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა, სადაც ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ დაკვირვების უფლების სათანადოდ განხორციელების საშუალება. ,,სამართლიანი არჩევნები’’ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლს, იმოქმედონ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ნორმების შესაბამისად და უზრუნველყონ დამკვირვებლებისთვის მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.


ამ დროისათვის ორგანიზაციამ დააფიქსირა:


• „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის 3 ახალი ფაქტი -
გლდანის #33, ისნის #23, და ქუთაისის #70 უბნებზე.


• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 4 შემთხვევა - ჩოხატაურის #18, მარტვილის #2,
გლდანის #54 და დმანისის #4 უბნები.


• მარკირება არ შემოწმდა 3 უბანზე: ოზურგეთის #45, საბურთალოს #13; მარნეულის #68.


• არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 6 შემთხვევა - ქუთაისის #70, ქუთაისის #18,
ისნის #18, სენაკის #14, სენაკის #8, და სამგორის #65 უბნებზე.


 საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 5 ფაქტი - მთაწმინდის
#12; ხელვაჩაურის #13; მარნეულის #63; საბურთალოს #86; და კასპის #4 უბნებზე.

ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შედეგად იქმნება გარკვეული პრობლემები.

ამასთან, „სამართლიან არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალქალაქის #9 უბანზე, სადაც - არ კეთდებოდა მარკირება, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდებოდა პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები ეწეოდნენ აგიტაციას ნაციონალურ მოძრაობის სასარგებლოდ, ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავდნენ სუბიექტს და ისე
 
აძლევდენ ბიულეტენებს ამომრჩეველს. აღნიშნულიდან გამომდინარე „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოითხოვა კენჭისყრის პროცესის შეჩერება და დარღვევის აღმოფხვრა, ასევე შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 34 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია არჩევნების პორტალზე   - www.electionsportal.ge

ნებისმიერ  მოქალაქეს  თავადაც  შეუძლია  დარღვევების  შესახებ  ინფორმაციის  გამოქვეყნება
არჩევნების პორტალზე. ასევე მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებს უფასო SMS ნომერი
2500, რომელზეც შეტყობინების გამოგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ქსელიდან. “სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 18:30 საათზე.


1 ოქტომბერი, 2012 13:30 საათი