განცხადებები

ENEMO გმობს საქართველოს კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“

არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი (ENEMO) გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში პარლამენტის წევრების მიერ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო ან მედია ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20 პროცენტზე მეტს იღებს საზღვარგარეთიდან, ვალდებული უნდა იყოს დარეგისტრირდეს „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრება სანქციები.

ENEMO უერთდება სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფებს, რომლებიც გმობენ ამ კანონპროექტს, ვინაიდან მას შეუძლია წარმოშვას არასათანადო ზეწოლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მედიასა და უფლებადამცველებზე. ამან შეიძლება არსებითად გააუარესოს ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა და მოქალაქეთა უფლებები, რადგან მოხდება სიტყვის თავისუფლების დახშობა, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო საქმიანობების შეზღუდვა და ადამიანის ფუნდამენტური და პოლიტიკური უფლებების შელახვა.

ENEMO კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ კანონებს და თავად ტერმინოლოგიას - „უცხოური გავლენის აგენტები" - რაც გულისხმობს „ჯაშუშობის" ცნებას და არის სტიგმატიზაციის გამომწვევი და შეცდომაში შემყვანი.

სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია და დსთ-ს რამდენიმე ქვეყანა, გამოიყენეს მსგავსი კანონები, როგორც თავისუფალი სიტყვის, არჩევნებზე დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და უფლებადამცველების ჩახშობის ინსტრუმენტად. მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში მიღებული კანონი გავრცელდა არა მხოლოდ არაკომერციულ ორგანიზაციებზე, არამედ მედიასაშუალებების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მიუკერძოებელ ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფებზე.

ENEMO მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს ეს კანონპროექტი, რომელიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რაც გულისხმობს ზეწოლას ან კონტროლს ასოციაციების საქმიანობასა და არსებობაზე და სამოქალაქო ცხოვრებაში ინდივიდების მონაწილეობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური დემოკრატიისთვის.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური დემოკრატიისთვის. სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი არსებობისა და საქმიანობებზე ზედმეტი ზეწოლისა ან კონტროლისგან; ასევე, დაცული უნდა იყოს ინდივიდების მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში.

 

 

 

არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა (ENEMO) არის დამოუკიდებელი არასამთავრობო მიუკერძოებელი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას და მოქალაქეთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. იგი შედგება 22 წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 18 ქვეყნიდან, მათ შორის სამი ევროკავშირის ქვეყნიდან. ENEMO დაარსდა 2001 წლის 29 სექტემბერს ხორვატიაში. ENEMO-ს ყველა წევრი ერთგულია აპარტიულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპების მიმართ. ENEMO და მისი წევრები პატივს სცემენ და ხელს უწყობენ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გზებსა და მექანიზმებს დემოკრატიული განვითარების, ჩართულობისა და მოქალაქეების გაძლიერებისთვის.

ENEMO წევრი ორგანიზაციები არიან:  ალბანეთი - Coalition for Reforms, Integration and Consolidated Institutions (KRIIK Albania), ალბანეთი - Society for Democratic Culture (SDC), აზერბაიჯანი - Election Monitoring and Democratic Studies Center (EMDS), ბელარუსი - Belarusian Helsinki Committee, ბოსნია და ჰერცეგოვინა - Centres for Civic Initiatives (CCI), კოსოვო - Kosova Democratic Institute (KDI), მოლდოვა - Promo-LEX Association, მონტენეგრო - Center for Democratic Transition (CDT), მონტენეგრო - The Centre for Monitoring and Research – CeMI,საქართველო - International Society for Fair Elections and Democracy (ISFED), სერბია - Center for Research, Transparency and Accountability (CRTA), სერბია - Center for Free Elections and Democracy (CeSID), სლოვაკეთი - Obcianske OKO, სომხეთი - Transparency International Anti-corruption Center (TIAC), ხორვატია - GONG, პოლონეთი - The Political Accountability Foundation (PAF), უკრაინა - Committee of Voters of Ukraine (CVU), უკრაინა - The Civil Network OPORA. ყაზახეთი - FSCI, ყირგიზეთი - Coalition for Democracy and Civil Society (SDCS), ჩრდილოეთ მაკედონია - Citizens Association MOST,