EPDE 10 წლისაა - ათი წელი „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“
არჩევნების სამართლიანობისთვის ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
2012 წლის დეკემბერში, რეგიონში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის და არჩევნებზე სამოქალაქო მონიტორინგისთვის საჭირო სოლიდარობობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდასაჭერად, არჩევნებზე დამკვირვებელმა ევროპულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა დააფუძნეს ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE).
მას შემდეგ, EPDE ჩამოყალიბდა პროფესიონალების ქსელად, რომელიც აერთიანებს 16 ორგანიზაციას სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, მოლდოვადან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, და შვედეთიდან. EPDE-ის აერთიანებს საერთო მიზანი - გააუმჯობესოს დემოკრატიული საარჩევნო პროცესები ევროპაში და შექმნას მისი წევრების და ექსპერტებისთვის ცოდნის გაზიარების და პროფესიონალიზაციის სივრცე. ბოლო ათი წლის მანძილზე, ორგანიზაციის ტრენინგი გაირა 1000-ზე მეტმა დამკვირვებელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და დაეხმარა სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონში.
დღეს, EPDE წარმოადგენს საკვანძო კონტაქტს სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჭიროებებისა და გამოცდილების ადვოკატირებისთვის ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში. დეზინფორმაციული კამპანიების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების კრიმინალიზების და (ციფრული) ინფორმაციის სფეროში მანიპულირების გაზრდის ფონზე, ადგილობრივი ექსპერტიზა EPDE-ს წევრებისგან დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, რადგან, აუცილებელია ახალი ტრენდების დაფიქსირება ევროპაში და დემოკრატიული ინსტიტუტების მთლიანობის დაცვა.
მართალია უკრაინაში, სომხეთსა და მოლდოვაში საარჩევნო პროცესები გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სასტიკ შევიწროებას რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში, აგრეთვე შემაშფოთებელ ტენდენციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ჩვენი ექვსი ბელორუსი კოლეგა ადამიანის უფლებათა ცენტრ ვიასნადან (Human Rights Center Viasna) დღეს ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის არის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი (Ales Bialiatski).
თავად EPDE-ის რუსეთის ფედერაციაში ე.წ. არასასურველი უცხოური ორგანიზაციის ("UFO") სტატუსი მიენიჭა. EPDE-სთან რაიმე სახის კავშირის კრიმინალიზებამ აიძულა ჩვენი დამფუძნებელი წევრი, რუსული მოძრაობა „გოლოსი“ (Russian movement „Golos“) შეეჩერებინა EPDE-ის წევრობა. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომით და მისი მავნე გავლენის ქსელებით რუსეთი სცდები მის საზღვრებსაც.
ბოლო ათი წლის წარმატებების აღსანიშნავად, ჩვენ ვაღიარებთ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა: EPDE ყველა თავის წევრ ორგანიზაციასთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობების გაძლიერებას მის პარტნიორებთან რეგიონში, ზეწოლას ევროპულ მთავრობებზე, რათა მათ შეიმუშაონ პოლიტიკის რეკომენდაციები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად და წვლილი შეიტანოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირების ტრენდის შემოსატრიალებლად.
ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) აერთიანებს 16 არჩევნებზე დამკვირვებელ დამოუკიდებელ ევროპელ სამოქალაქო ორგანიზაციას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა არჩევნებზე დაკვირვებას და წვლილი შეიტანოს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში მთელ ევროპაში. EPDE არის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე არაპარტიული დაკვირვებისა და მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციის (the Declaration of Global Principles for Nonpartisan Election Observation and Monitoring by Citizen Organizations) და არჩევნებზე არაპარტიული დაკვირვების ქცევის კოდექსის (the Code of Conduct for Nonpartisan Election Observation) ხელმომწერი. EPDE ასევე არის ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა გლობალური ქსელის (GNDEM) წევრი.
EPDE დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის მიერ.