განცხადებები

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი თ.ა-ს სარჩელი დააკმაყოფილა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის თ.ა-ს სარჩელი დააკმაყოფილა, სამსახურში აღადგინა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი სამსახურიდან 2021 წლის 25 აგვისტოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. სასამართლოში მის ინტერესებს ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი იცავდა. “სამართლიანი არჩევნები” იურიდიულ დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე პოლიტიკური ნიშნით უფლებადარღვევის მსხვერპლები გახდნენ. პროგრამა “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge