განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაძლიოს ვეტო

ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს. წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტიტეტის წევრების, კერძო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები და ამის საფუძლველზე კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 
ღია საზოგადოება-საქართველო 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
საფარი 
ლიბერალური აკადემია თბილისი 
ურნალისტური ეთიკის ქარტია  
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
მედიის ინსტიტუტი 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” 
ათინათი 
ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის 
სათემო კავშირი „ნუკრიანი“ 
მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“
ბოლნისის ენის სახლი 
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი 
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი  
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი 
დემოკრატ მესხთა კავშირი უკეთესი მომავლისათვის  
სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია 
დუშეთის განვითარების ფონდი 
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი  
საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი  
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი 
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 
რეგიონის განვითარების ცენტრი 
ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა 
ასოციაცია „სპექტრი“ 
საქართველოს სასოფლო დარბაზი 
სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი 
ქალები რეგიონის განვითარებისთვის