განცხადებები

ფოთის საქალაქო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამსახურში აღადგინა და განაცდური ხელფასი მიაკუთვნა

2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის დირექტორის  ბრძანება, მინდია ბარამიას გათავისუფლების შესახებ და დაწესებულებას მისი სამსახურში აღდგენა დაავალა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. 2018 წლიდან 2021 წლამდე მინდია ბარამიასა და ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს’’ შორის ფორმდებოდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები. თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მინდია ბარამიას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

2021 წლის 14 მაისს სამსახურში გამოცხადებისას მინდია ბარამიას გაფრთხლების გარეშე ჩააბარეს გათავისუფლების ბრძანება, რომლითაც ეცნობა რომ იმავე დღიდან იყო სამსაუხრიდან გათავისუფლებული. გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების  ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები არ იყო მითითებული. უნდა აღინიშნოს რომ, მოსარჩელეს ბრძანება ჩაბარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შრომით ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული.

მინდია ბარამია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მის პოლიტიკურ გამოხატვას უკავშირდება[1] და დისკრიმინაციული ხასიათისაა. მას შემდგომ რაც ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა დატოვა და ახალი პარტია ,,საქართველოსთვის’’ დაარსა, მას შეუერთდნენ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია[2], ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია[3] და პაატა ლაგვილავა[4]. დასახელებულ პირებთან  ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელეს. სწორედ ამ პროცესების შემდგომ  მალევე მოსთხოვეს მინდია ბარამიას გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა, რასაც არ დასთანხმდა.

აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა 1 წელზე ნაკლები დროით შრომითი ხელშეკრულების დადებას. ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართლიანი არჩევნების ადვოკატის არგუმენტები, დადგენილი სასამართლო პრაქტიკა[5] და   მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა უვადოდ მიიჩნია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელის უფლების დაცვის მიზნით, სარჩელის მომზადების ეტაპზე სამართლიანი არჩევნების დახმარებით წარდგენილ იქნა მინდია ბარამიას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, მოპასუხე ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს აეკრძალა ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის პოზიციაზეახალი თანამშრომელის ისეთი შრომითი ხელშეკრულების პირობებით დანიშვნა (მათ შორის ერთ წელზე მეტი ვადით ან უვადოდ), რომლითაც, მინდია ბარამიას სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდებოდა. ამ გზით, მოსარჩელის ინტერესი აღდგენილიყო სადავო პოზიციაზე უზრუნველყოფილი იქნა.

მინდია ბარამიას ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა.

ISFED, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

info@isfed.ge

0 800 100 143

ზარი უფასოა. 

 

 

 

[1]https://www.youtube.com/watch?v=1tRQ5T7DZvc&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98GeorgianPublicBroadcaster

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/31202987.html

[3]https://formulanews.ge/News/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92/50236?fbclid=IwAR0wK6xEO91p8J7D-T1ZZoi8l9p28JXU3L-6zY-TK0TqSDLYTkS0sOpgJ3g 

[4] https://www.youtube.com/watch?v=B_SrynURLLA

[5]  სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი; ას 1418-2018 . 13 დეკემბერი 2019 წელი,  №ას- 33-2020  17 ივნისი 2020 წელი