განცხადება ნინო ლომჯარიას გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნებული ინტერვიუსთან დაკავშირებით
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საგანგებო განცხადება
06 მარტი 2012
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ შეშფოთებულია 2012 წლის 6 მარტის გაზეთ „რეზონანსში“ (ნომერი 060 (6992)) ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ნინო ლომჯარიასთან გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო. აღნიშნული ინტერვიუ სათაურით „გაყალბების საფრთხე 40%-ია“ არასწორად ციტირებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაკეთებულ კომენეტარებს და ახდენს მცდარ ინტერპრეტაციას.
კეძოდ, ინტერვიუ წარმოაჩენს, თითქოს ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხელისუფლებას აქვს არჩევნებზე მოსახლეობის ხმების 40%-ის მანიპულირების საშუალება და ოპოზიციასთან შედარებით არჩევნების მოგების უფრო დიდი გარანტიები. ასევე, ინტერვიუში ნინო ლომჯარიას განმარტება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლო სახეებთან დაკავშირებით, წარმოჩენილია, როგორც მისი შეფასება ხელისუფლების მიერ ამ რესურსების გამოყენების მაღალი ალბათობის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული შეფასებები არ შეესაბამება აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული ინტერვიუ ავრცელებს დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს და ახდენს საკითხის არასწორ გაშუქებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა სიის აუდიტის შედეგების მცდარ კონტექსტში აღქმა.
ორგანიზაციამ მიიღო დაპირება, რომ გაზეთ „რეზონანსის“ შემდეგ ნომერში დაიბეჭდება შესწორებული ინტერვიუ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იმედოვნებს, რომ რედაქცია მოახდენს სწორ ციტირებას და ბოდიშს მოიხდის მკითხველის შეცდომაში შეყვანის გამო.
დღეს, 6 მარტს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „დიალოგი“ დავით პაიჭაძესთან ერთად „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია განმარტებას გააკეთებს გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით და საზოგადოებას გააცნობს ამომრჩეველთა სიის აუდიტის რეალურ შედეგებს.
იხ. მიმაგრებული ფაილი