განცხადება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს სთხოვს „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანია მის “კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ გაუქმდეს დროებითი ღონისძიება ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა მესაკუთრის ცვლილებამ მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვიოს. ის, რომ სწორედ “რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკაა ხელისუფლებისათვის პრობლემა, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილი მიმართვაშიც ნათლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ დიდწილად სწორედ დროებითი ღონისძიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი კრიტიკული და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში.
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
კავშირი საფარი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კვლევითი ჟურნალიტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
მედიის ინსტიტუტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ახალი ეკონომიკური სკოლა
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი