კოალიცია: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ცალკეულ მოსამართლეებზე თავდასხმები
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალემართლმსაჯულებისთვის ეხმიანება “ქართულიოცნების” წევრების განცხადებებს, რომლებიცმიმართულია განსხვავებული აზრის მქონემოსამართლეთა დისკრედიტაციისაკენ. მმართველიგუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვსმოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესისასამართლოს მოსამართლეებისა დასასამართლოების თავმჯდომარეთა (ასევე იმკანდიდატების რომლებსაც სურთ ამ თანამდებობებისდაკავება), კეთილსინდისიერების შემოწმებაევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისგახსნისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია. ამსაკითხზე ბოლო დღეებში აქტიური დისკუსიამიმდინარეობს საზოგადოებრივ და პროფესიულწრეებში. აზრთა სხვადასხვაობაა თავად სასამართლოსისტემის შიგნითაც.
მოსამართლეთა ერთმა ნაწილმაკეთილსინდისიერების შემოწმების შემოთავაზებულიმექანიზმი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმისგანცხადებით კი ასეთი პროცესი პრინციპულად ლახავსსასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთადამოუკიდებლობას. უზენაესი სასამართლოს პლენუმისაღნიშნული განცხადება არ გაიზიარა 10-მდემოსამართლემ, მათ შორის არიან უზენაესისასამართლოს მოსამართლეები - ნინო ბაქაქური დაეკატერინე გასიტაშვილი. ამ მოსამართლეთამოსაზრებებს და ევროკომისიის რეკომენდაციისშესრულებაზე მათ მიერ გამოხატულ მზაობასმმართველი გუნდის მხრიდან მათზე თავდასხმამოჰყვა. უზენაესი სასამართლოს აღნიშნულმოსამართლეების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშდააყენეს პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიისსხვა წევრებმა.
აშკარაა, რომ მმართველი პარტია არათუ არ აღიარებსმოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებისმოთხოვნას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთრეკომენდაციას, არამედ ცდილობს ამ იდეის სრულდისკრედიტაციას და მის გარშემო მიმდინარედისკუსიის ჩახშობას. განსაკუთრებითშემაშფოთებელია მმართველი გუნდის წევრების ღიათავდასხმა განსხვავებული აზრის მქონემოსამართლეებზე. ამგვარი პოლიტიკური რიტორიკაარის ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე. გარდაამისა, ამ განცხადებებს აქვს მსუსხავი ეფექტი სხვამოსამართლეებზეც, რომლებსა შეიძლებაგანსხვავებული მოსაზრებები ჰქონდესთ საკითხზე. შესაბამისად, ბოლო დღეებში გაკეთებულიგანცადებებით ხელისუფლება თრგუნავს სასამართლოსშიგნით არსებულ ისედაც მწირ აზრთა სხვადასხვაობასდა ლახავს მთლიანად სასამართლოს დაინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასადა გამოხატვის თავისუფლებას.
კოალიციის მოსაზრებით, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც მიმართულია სასამართლოს მიმართ ნდობისგაზრდისკენ და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისხელშეწყობისკენ, იმსახურებს მხარდაჭერას. ასევე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში აზრთასხვადასხვაობა სიჯანსაღის მაჩვენებელია დაგანსხვავებული აზრი არათუ უნდა იდევნებოდესსისტემის შიგნით თუ მის გარეთ, არამედ უნდა იყოსწახალისებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციადამოუკიდებელი და გამჭვირვალემართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს: მმართველგუნდს - შეწყვიტოს თავდასხმები მოსამართლეებზეკეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე მათმიერ გამოთქმული განსხვავებული პოზიციების გამო. ასევე, შეწყვიტოს ევროკომისიის რეკომენდაციებისდისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. მოვუწოდებთ პარლამენტს, განსაკუთრებით კიმმართველ პარტიას დაიწყოს მართლმსაჯულებისფუნდამენტური რეფორმირების პროცესი.