ნინო ლომჯარიას ვიზიტი ბრიუსელში
24-29 ნოემბერს ნინო ლომჯარია საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტი „ევროკავშირის ვიზიტორების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა თუ საჯარო მოხელეებისთვის შესაძლებლობის მიცემას, გაეცნონ ევროპულ ინსტიტუტებს და შეხვდნენ მათთვის საინტერესო პირებს.
ამ პროგრამის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ნინო ლომჯარიას ინდივიდუალური ვიზიტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება აქვთ საქართვლოსთან. მათ შორის არიან ევროპარლამენტის წევრები, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის, საქართველოსთან ურთერთობის კომიტეტებისა თუ სხვა უწყებების წარმომადგენლები. საუბრის ძირითადი თემები იქნება არჩევნები, ადამიანის უფლებები, კერძოდ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, სასამართლო რეფორმა, გენდერი და სხვა.