პლატფორმის განცხადება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით
გვსურს, გამოვეხმაუროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომელიც მიზნად ისახავს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანიას" სახელის მინიჭებას.
იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულებიდან თითქმის 9 წლის შემდეგაც კი ათეულ ათასობით ადამიანს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება, შეუძლებელია ამ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ არჩევნებს რაიმე საერთო ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებთან.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია აღნიშნული ტერიტორიისთვის სახელის შეცვლის მცდელობა, იგი სამომავლოდ შესაძლოა მიზნად ისახავდეს რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიას.
მივესალმებით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებს აღნიშნულ არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით რ ო მ ე ლ ი ც ჩვენი დაკვირვებით ერთმნიშვნელოვნად აგებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.
დამატებით, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მხარეებს, რომ გააძლიერონ ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების მიმართულებით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
რონდელის ფონდი
ლიბერალური აკადემია თბილისი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
საზოგადოებრივი დამცველი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ასოციაცია „ათინათი“
ახალგაზრდული ალტერნატივა
საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესაბჭო
თავისუფალი არჩევანი
კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"
სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
საქართველოს გეოსტრაეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამი
ახალგაზრდული ასოციაცია დრონი
მეგობრობის ხიდი ქართლოსი
სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ასოციაცია"ქალი და ბიზნესი"
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”
ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"
ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
ასოციაცია „მერკური“
კავშირი მდგრადი განვითარებისათვის "ეკოვიჟენ"
ცენტრი "ემპათია"
რეპატრიანტთა კავშირი
ენერგოეფექტურობის ფონდი
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის"