განცხადებები

\'სამართლიანი არჩევნები\' უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 15 დეკემბერს უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები განმეორებით იმ  5 საარჩევნო ოლქში ტარდება, რომლის შედეგებიც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არალეგიტიმურად ცნო 2012 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისას. 

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციია გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.