განცხადებები

\'სამართლიანი არჩევნები\' უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს


 სამწუხაროდ, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად 2013 წლის 29 იანვარს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. 

ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ამ ფორმით შეცვლა საარჩევნო რეფორმის გარეშე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აღიქმება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა.

 2012 წლის 26 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და მოუწოდებდა საარჩევნო ცვლილებები, კერძოდ უსკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა საარჩევნო რეფორმის ჭრილში, არასამთავრობო სექტორთან სამუშაო ფორმატში განეხორციელებინა.

 მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ნაჩქარევად იქნა მიღებული და კოორდინაციაში არ არის საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობასთან, ამასთან, მისი მიღება ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას.