განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების“ ხედვა ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოს მიერ საარჩევნო მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ წარადგინა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილია ცხრა ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის პროცესში. ცხრა ნაბიჯიდან ნაწილი 2022 წლის პრიორიტეტების გაგრძელებაა, ნაწილი კი სიახლეს წარმოადგენს. ახალია რეკომენდაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ „სამართლიანი არჩევნების“ ხედვას ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოს მიერ საარჩევნო მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.

აღნიშნული რეკომენდაციები და შეფასებები წაკითხული და გაზიარებული უნდა იქნას ერთობლიობაში, სრულყოფილად და თანმიმდევრულად.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ