"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უკიდურეს შეშფოთებას
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული ვიდეო კადრების გამო, სადაც ასახულია გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
მივიჩნევთ რა, რომ კადრებში დაფიქსირებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება შემზარავ ფაქტთან დაკავშრებით და დააყენონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
„სამართლიანი არჩევნები“ აგრეთვე მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს და მყისიერად იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.