განცხადებები

'სამართლინი არჩევნები' ENEMO-ს მისიის ფარგლებში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა

2014 წლის 25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცხრა დამკვირვებელი, ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდნენ არჩევნების მიმდინარეობას ხმელნიცკის და ვინიცის ოლქების 135 უბანზე.

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციია გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.